კერძო ვიზა

ჩვეულებრივი კერძო ვიზა ეძლევა საქართველოს მოქალაქეებს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის ფედერაციაში სტუმრის ვიზიტის დროს შემდეგ საფუძველზე:

  1. მოწვევა , რომელიც გაფორმებულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამიისტროს მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის შუამდგომლობით;
  2. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წერილობით განცხადება რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის სახელზე რუსეთში მისი გამგზავრების ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი შვილების), რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

კერძო ვიზა გაიცემა 90 დღის ვადით და შეიძლება იყოს ერთჯერადი ან ორჯერადი.

რუსეთში გასამგზავრებლად გაძლევთ რეკომენდაციას გააფორმოთ სამედიცინო დაზღვევის პოლისი.

ექსტრემალური მკურნალობისა ან მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო, რუსეთის ფედერაციაში დაუყოვნებლივ გამგზავრების მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე შეიძლება გაიცეს ჩვეულებრივი კერძო ვიზა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი შუამდგომლობით.

შუამდგომლობას თან ერთვის:

  1. ოფიციალური ბლანკზე გაცემული რუსეთის სამკურნალო დაწესებულების წერილობითი დასტური (დამოწმებული ბეჭდით) სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევის, სასწრაფო გოსპიტალიზაციის, სასწრაფო გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ, ან მოსანახულებელი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელიც მოითხოვს მუდმივ მოვლას;
  2. ან მოქალაქის გარდაცვალების შესახებ მოწმობა - განმცხადებლის ახლო ნათესავის. ახლო ნათესავებად ითვლებიან მეუღლეები, შვილები, მშობლები, მათ შორის ცოლის ან ქმრის მშობლები, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანმხლები პირია, დები, ძმები;
  3. ან საერთაშორისო დეპეშა მოქალაქის გარდაცვალების შესახებ, რომელიც დადასტურებულია კავშირგაბმულობის თანამდებობის პირის მიერ;
  4. დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლისა და მოსანახულებელი პირის ახლო ნათესაურ კავშირს, განმცხადებლისა და გარდაცვლილის ახლო ნათესაურ კავშირს.

მიაქციეთ ყურადღება! თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე, გთხოვთ დააზუსტოთ მოთხოვნები ჩასაბარებელი დოკუმენტების შესახებ, საკონსულო მოსაკრებლის ტარიფები და ვიზის გაფორმების ვადები, თქვენ ქვეყნაში არსებული რუსეთის საკონსულოს საიტზე.

ჩვეულებრივი ერთჯერადი ან ორჯერადი კერძო ვიზის გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოთ:

  1. მოწვევა , რომელიც გაფორმებულია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამიისტროს მიერ რუსეთის ფედერაციის მოქალაქის შუამდგომლობით; ან
  2. რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წერილობითი განცხადება რუსეთის ინტერესთა სექსცის ხელმძღვანელის სახელზე რუსეთში მისი და მისი ოჯახის წევრების (ქმარი, ცოლი, შვილები 18 წლამდე) ერთობლივად გამგზავრების შესახებ, რომლებიც არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

    განცხადება ფორმდება რუსეთის მოქალაქე მომწვევი პირის მიერ უშუალოდ სავიზო ცენტრში. განცხადების შევსებისას აუცილებელია წარადგინოთ:

    • რუსეთის მოქალაქის რუსეთის საერთომოქალაქეობრივი საზღვარგარეთის პაპსორტი;
    • დოკუმენტების დედნები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლისა და მომწვევი პირის ნათესაობის ხარისხს ((მეუღლეები, არასრულწლოვანი შვილები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვანი შვილების).

    მოცემულ განცხადებას უნდა დაურთოთ:

    • რუსეთის მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტის გვერდების ასლები: პირველი გვერდი და გვერდები, სადაც აღნიშნულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა;
    • რუსეთის მოქალაქის საერთომოქალაქეობრივი (შიდა) პასპორტის გვერდების ასლები: პირველი გვერდი და გვერდი, სადაც აღნიშნულია რუსეთში რეგისტრაციის მისამართის;
    • ქორწინების მოწმობის და/ან არასრულწლოვანი შვილის დაბადების მოწმობის დამოწმებული ასლები რუსულ ენაზე თარგმანთან ერთად,  ასევე უნდა მოიცავდეს  ‘’აპოსტილის’’ თარგმანს.
  3. საზღვარგარეთის პასპორტი, რომელშიც არის არანაკლებ 2 სუფთა ფურცელი ვიზისთვის, რომელიც ძალაშია ვიზის მოქმედების ვადის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში;
  4. პასპორტის პირადი მონაცემების და ფოტო სურათის გვერდის ქსეროასლი (ბიოგრაფიული მონაცემებით). პასპორტის აღნიშნული გვერდი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, პასპორტის ნომერი, გაცემის და მოქმედების ვადის თარიღები და მფლობელის ფოტოსურათი.
  5. სავიზო ანკეტა, შევსებული საიტზე visa.kdmid.ru, ამობეჭდილი და ხელმოწერილი განმცხადებლის მიერ პირადად;
    სავიზო ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ სავიზო ანკეტის შევსების მომსახურებით.
  6. ფერადი ფოტოსურათი 3,5×4,5 სმ ღია ფონზე სახის მკვეთრი გამოსახულებით დაბინდული მინების მქონე სათვალისა და თავსაბურავის გარეშე (გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი ნაციონალური ან რელიგიური კუთვნილების გამო პასპორტის ფოტოზე გამოისახებიან თავსაბურავით). 

მნიშვნელოვანია! იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ორი და მეტი მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი, გთხოვთ, რუსეთის სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარებამდე, დარწმუნდით, რომ სხვა დოკუმენტში არ არის მოქმედი ვიზა.

მიაქციეთ ყურადღება! საკონსულო დაწესებულებება უფლებამოსილია გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ვიზის გასაფორმებლად, მოგიწვიონ გასაუბრებაზე ან გაზარდონ ვიზის გაფორმების ვადა.

ვიზის გაფორმების ვადები და მოსაკრებლები

განხილვის ვადა საკონსულო მოსაკრებელი მომსახურების მოსაკრებელი
(დღგ-ს ჩათვლით)
ერთჯერადი/ორჯერადი ვიზა
4-20 სამუშაო დღე 80/128 USD 33 USD
3 სამუშაო დღე 160/256 USD 33 USD + 43,5 GEL

მიაქციეთ ყურადღება:

  1. ყველა მოსაკრებელს იხდით სავიზო ცენტრში ქართულ ლარში გადახდის დღისათვის რუსეთის ინტერესთა სექციის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
  2. თუ მიმართავენ იმ ქვეყნის მოქალაქეები, ვისთანაც რუსეთის ფედერაციას აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება, რითაც განისაზღვრება მოსაკრებლების განაკვეთის ოდენობა ვიზის გაცემაზე ან ითვალისწინებს გადაუხდელობას, გამოიყენება შესამაბისი ხელშეკრულების დებულებები.
  3. რუსეთის ინეტერსთა სექცია, როგორც წესი, იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაფორმების შესახებ შუამდგომლობის მიხედვით 10 სამუშაო დღის განმავლობაში სავიზო ცენტრიდან რუსეთის ინტერესთა სექციაში დოკუმენტების ჩაბარების დღიდან. გადაწყვეტილების მიღების ვადა ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გაგრძელდეს 30 სამუშაო დღემდე. გადაუდებელ შემთხვევებში გადაწყვეტილების მიღების ვადა შეიძლება შემცირდეს 3 სამუშაო დღემდე ან ნაკლები.

სავიზო ანკეტის ელექტრონული ფორმის შევსების მომსახურება.

ანკეტა რუსეთის ვიზის მისაღებად ივსება მხოლოდ ელექტრონულად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საიტზე https://visa.kdmid.ru.

რუსეთის სავიზო ცენტრი გთავაზობთ დამატებით მომსახურებას ელექტრონული სავიზო ანკეტის შესავსებად სავიზო ცენტრში დოკუმენტების ჩაბარების დროს. ანკეტის შევსების საფასური შეადგენს 15 GEL (ერთი გვერდი) საქართველოს მოქალაქეებისთვის შევსებული ანკეტა, ძირითად შემთხვევაში, შეადგენს 3 გვერდს.

ჩვენ არ გირჩევთ, მიმართოთ ანკეტის შესავსებად სხვა კომპანიებს და უცხო პირებს. ხშირ შემთხვევაში, ისინი ითხოვენ გადაჭარბებულ თანხას თავისი მომსახურებისთვის, გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვიზის გაფორმების პროცესზე და უშვებენ შეცდომებს, რის გამოც მოგიწევთ ანკეტის შევსება თავიდან.

თითოელ აპლიკანტზე ივსება ცალკე ანკეტა.

თუ თქვენ თვითონ გადაწყვეტთ ანკეტის შევსებას, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციაები:

  1. ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას და შესაბამის ინფორმაციას საიტზე.
  2. საქართველოს, ავსტრალიის და დსთ-ს მოქალაქეებმა ანკეტა უნდა შეავსონ რუსულ ენაზე ( სახელის და გვარის გარდა, რომლებიც ივსება ლათინური ასოებით, პასპორტის იდენტურად)
  3. ახალი ანკეტის შევსებისას მოიფიქრეთ პაროლი, რომელიც შედგება ლათინური ასოებისა და ციფრეფისგან.
  4. დაიწერეთ თქვენი ანკეტის პაროლი და ნომერი, რომელიც მიენიჭება ანკეტას ავტომატურად. იქონიეთ ანკეტის პაროლი და ნომერი დოკუმენტების ჩაბარების დროს. თუ საჭირო იქნება ანკეტაში ცვლილების შეტანა და დაბეჭვდა, დაგჭირდებათ ანკეტის ნომერი და პაროლი, იმისთვის რომ არ დაგჭირდეთ ანკეტის შევსება თავიდან.
  5. აპლიკანტის სახელი და გვარი უნდა დაიწეროს ანკეტაში პასპორტის მონაცემების იდენტურად.
  6. მგზავრობის დანიშნულება, ვიზის ვადები და ჯერადობა, მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მონაცემები (სახელი/დასახელება, დაბადების თარიღი, მისამართი) უნდა ემთხვეოდეს მოწვევის მონაცემებს.
  7. ანკეტის შევსების დროს რუსულ ენაზე მომწვევი პირის ან ორგანიზაციის მისამართი მე-11 პუნქტში, უნდა ჩაიწეროს მაქსიმალურად მოკლედ, რუსეთის ფედერაციის სუბიექტების დამუშავებული აბრევიატურების გამოყენებით, დასახლებების სახეები და სახელები, პუნქტუაციის ნიშნებისა და სიტყვების, სივრცის ნომრები, შენობები, ბინები. სახლი და ბინის ნომრები იწერება «д.», «кв.», «корп.» გარეშე, ა.შ.

    მისამართის ჩაწერის ნიმუში:

    ОБЛ.ОРЛОВСКАЯ,Г.ОРЕЛ,УЛ.МОЛОДЕЖИ,1-18

  8. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ვიზის ჯერადობის შემცირება (მაგ.: მრავალჯერადი ან ორჯერადი ვიზის მაგივრად ერთჯერადი ვიზა) ამ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა ოპერატორთან დოკუმენტების ჩაბარების დროს და სავიზო ცენტრის თანამშრომელი შეგავსებინებთ შესაბამის განცხადებას.
  9. შეიყვანეთ ინფორმაცია თქვენი მგზავრობების შესახებ რუსეთში და სხვა საზღვარგარეთის ქვეყნებში, პასპორტში არსებული საზღვრის გადაკვეთის შტამპების შესაბამისად.
  10. ელექტრონული განაცხადის შევსებისას შეარჩიეთ განაცხადის წარდგენის ადგილი — Визовый центр Interlink Services (Тбилиси).
  11. საიტზე ანკეტის შევსების შემდეგ დაბეჭდეთ ანკეტა ერთ ეგზემპლარად, თან იქონიეთ საბუთების ჩაბარების დროს სავიზო ცენტრში.
  12. თუ, თქვენ არ გაქვთ პრინტერი, ჩვენ ამოგიბეჭდავთ ანკეტას, ერთი გვერდის ღირებულება 2 GEL.

პატივცემული განმცხადებლებო!

გაცნობებთ, რომ რუსეთის სავიზო ცენტრებში შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი დამატებითი ფასიანი მომსახურებით:

მთავარია იცოდეთ!

  • ზემოთჩამოთვლილი მომსახურების შეძენა არ ახდენს გავლენას განცხადების განხილვის წესს ვიზის მისაღებად და არ იძლევა გარანტიას ვიზის გაცემაზე;
  • გაწეული მომსახურების ღირებულებას იხდით დამატებით მომსახურების მოსაკრებლის გარდა;
  • ყველა ზემოთჩამოთვლილი მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ თქვენი სურვილის მიხედვით;
  • გთხოვთ, გაეცანით მომსახურების გაწევის ყველა პირობას მათი გაფორმების წინ.