რუსეთიდან დოკუმენტების გამოთხოვა

რუსეთიდან შესაძლებელია გამოთხოვილ იქნას შემდეგი დოკუმენტები:

  • სამოქალაქო მდგომარეობის აქტები სახელმწიფო რეგისტრაციის თაობაზე;
  • განათლების თაობაზე;
  • სამუშაო სტაჟის თაობაზე;
  • სახელმწიფო საარქივო ფონდებში დაცული სხვა დოკუმენტები, რომლებიც განმცხადებლის უფლებებსა და ინტერესებს შეეხება.

ვის შეუძლია დოკუმენტების გამოთხოვა:

  • რუსეთის მოქალაქეებს, უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, ვისთან მიმართებაშიც ხდება დოკუმენტების გამოთხოვა;
  • გარდაცვლილის ნათესავებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ პირი, ვისთან მიმართებაშიც მანამდე შედგენილი იყო სამოქალაქო მდგომარეობის აქტის ჩანაწერი, გარდაიცვალა (სამოქალაქო მდგომარეობის აქტის სახელმწიფო რეგისტრაციაზე დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე მიმართვის შემთხვევაში), მშობლებს (მათ შემცვლელ პირებს);
  • სამეურვეო და მზრუნველი ორგანოების წარმომადგენლებს, იმ შეთხვევაში, თუ პირს, ვისთან მიმართებაშიც შედგენილ იქნა დაბადების თაობაზე აქტის ჩანაწერი, მოწმობის ხელმეორედ გაცემის დღისთვის არ მიუღწევია სრულწლოვანებისთვის ((სამოქალაქო მდგომარეობის აქტის სახელმწიფო რეგისტრაციაზე დოკუმენტის გამოთხოვის თაობაზე მიმართვის შემთხვევაში);
  • სხვა პირს, იმ შემთხვევაში, თუ წარადგენს დადგენილი წესით დამოწმებულ მინდობილობას, იმ პირისგან, ვისაც დოკუმენტების მიღებაზე უფლება გააჩნია.

იმისათვის, რომ რუსეთიდან გამოითხოვოთ დოკუმენტები, აუცილებელია მიმართოთ რუსეთის სავიზო ცენტრს თბილისში, სამუშაო დროის ფარგლებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), ამასთან თან უნდა იქონიოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთის ან შინაგანი პასპორტი რუსეთის მოქალაქეებისთვის, საზღვარგარეთის პასპორტი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის);
  • ნათესაობის ან წარმომადგენლობის, ან მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული დადგენილი წესით (თუ გამოითხოვება სხვა პირის დოკუმენტი).

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა მითითებული დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული მონაცემების სისწორეს;
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს მას და გადასცემს განმცხადებელს ხელმოსაწერად;
  • დაამზადებს პასპორტებისა და მინდობილობების ასლებს (ასლების ღირებულება შედის სასერვისო მოსაკრებელში);
  • საკონსულო განყოფილებაში გამოთხოვილი დოკუმენტების მიღებისას, განმცხადებელი მიწვეულ იქნება საელჩოს საკონსულო განყოფილებაში დოკუმენტების გადასაცემად.

სასერვისო მოსაკრებელი სავიზო ცენტრის მომსახურებაზე შეადგენს 20 GEL (თითოეული დოკუმენტისთვის).