თანხმობა ბავშვის რუსეთიდან გამომგზავრებაზე

იმისათვის, რათა გაფორმდეს ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანი ბავშვის რუსეთიდან გამომგზავრებაზე, მისმა მშობლებმა (ან მშვილებლებმა, მეურვეებმა, მზრუნველებმა) აუცილებელია მიმართონ რუსეთის სავიზო ცენტრს თბილისში სამუშაო დროის ფარგლებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), ამასთან თან უნდა იქონიონ:

  • საზღვარგარეთის და შინაგანი პასპორტები;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა და პასპორტი (მისი არსებობის შემთხვევაში);
  • თანმხლები პირის დოკუმენტის ასლი, რომლის თანახმადაც იგი გამოემგზავრება რუსეთიდან.

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს დოკუმენტებს და განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე მოამზადებს თანხმობის ტექსტს;
  • ჩაწერს განმცხადებელს მიღებაზე საელჩოს საკონსულო განყოფილებაში;
  • გადასცემს განმცხადებელს ამობეჭდილ თანხმობის პროექტსა და მონაცემებს ჩაწერის თაობაზე.

სასერვისო მოსაკრებელი სავიზო ცენტრის მომსახურებაზე შეადგენს 50 ლარს.