საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი

იმისათვის, რომ გაფორმდეს საზღვარგარეთის ბიომეტრიული პასპორტი 10 წლის ვადით, აუცილებელია მიმართოთ თბილისში მოქმედ რუსეთის სავიზო ცენტრს სამუშაო საათებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), თან იქონიეთ:

18 წლის ზევით:

  • მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი;

    საზღვარგარეთის პასპორტის არარსებობის ან მისი ვადის გასვლის შემთხვევაში, დასაშვებია შიდა მოქმედი პასპორტის გამოყენებაც.

  • ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ).

14 –დან 18 წლამდე:

  • მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შიდა პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია განცხადების შემტანი მშობლის შესახებ მონაცემები; კანონიერი წარმომადგენლის პასპორტი, სადაც შეტანილია მონაცემები არასრულწლოვანის შესახებ; მეურვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები);
  • კანონიერი წარმომადგენლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, შიდა პასპორტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი).

14 წლამდე:

  • მანამდე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ფერადი ფოტოსურათი 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
  • ბავშვის დაბადების მოწმობა, რომელიც შეიცავს რუსეთის მოქალაქეობის არსებობის დამადასტურებელ მონაცემებს;
  • კანონიერი წარმომადგენლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია განცხადების შემტანი მშობლის შესახებ მონაცემები; კანონიერი წარმომადგენლის პასპორტი, სადაც შეტანილია მონაცემები არასრულწლოვანის შესახებ; მეურვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები);
  • კანონიერი წარმომადგენლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი (საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტი, შიდა პასპორტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი).

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული ცნობების სიზუსტეს;
  • აუცილებლობის შემთხვევაში, დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლს;
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს და მოგაწვდით განაცხადის ნომერს;
  • ჩაგწერთ მიღებაზე საკონსულო განყოფილებაში და გადმოგცემთ შემოწმებული დოკუმენტების შეკვრას.

სავიზო ცენტრის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს 60 ლარს.