რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება იმ მშობლის მეშვეობით, რომელსაც უკვე გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე

იმისათვის, რომ გაფორმდეს რუსეთის მოქალაქეობა იმ მშობლის მეშვეობით, რომელსაც უკვე გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა და მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აუცილებელია მიმართოთ თბილისში მოქმედ რუსეთის სავიზო ცენტრს სამუშაო საათებში (წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა), თან იქონიეთ:

  • საქართველოს მოქალაქის (ან მოქალაქეობის არმქონე პირის) პირადობის მოწმობა;
  • ექვსი ფოტოსურათი ზომით 3.5х4.5 (შესაძლებელია დამზადდეს სავიზო ცენტრში დამატებითი საფასურის გადახდის სანაცვლოდ);
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის ოდენობის მითითებით ან კანონიერი საარსებო შემოსავლის წყაროს არსებობის დამადასტურებელი ერთ–ერთი დოკუმენტი (საკრედიტო დაწესებულებაში შენატანის არსებობის შესახებ ცნობა (მინიმალური ოდენობა 500 ლარი) საკრედიტო ანგარიშის მითითებით, სოცუზრუნველყოფის ორგანოს ცნობა შემწეობის მიღების შესახებ და ა.შ.), ცნობა მოქმედია 3 თვის განმავლობაში;
  • განმცხადებლის დაბადების მოწმობა;
  • რუსეთის შსს საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს თანამდებობის პირის მიერ დამოწმებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე მშობლის პასპორტი ან პასპორტის ასლი;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათი საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე დოკუმენტების შეტანის შესახებ, ან პრეზიდენტის განკარგულება მოქალაქეობის დატოვების შესახებ;
  • განმცხადებლის ქორწინების მოწმობა;
  • რუსული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი:
  • საგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციის) მიერ გაცემული განათლების მიღების შესახებ სახელმწიფო ნიმუშის დოკუმენტი (არანაკლებ ძირითადი ზოგადი განათლებისა):
      • 1991 წლის 1 სექტემბრამდე - სსრკ შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
      • 1991 წლის 1 სექტემბრის შემდეგ - რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე;
    • რუსული ენის სახელმწიფო ტესტირების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაშვებულია სახელმწიფო ტესტირების ჩატარება რუსულში, როგორც უცხო ენაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის;

ჩვენი სპეციალისტი:

  • შეამოწმებს ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობას და მათში მითითებული ცნობების სიზუსტეს;
  • დაამზადებს ყველა დოკუმენტის ასლს (საფასური ჩართულია მომსახურების მოსაკრებელში);
  • შეავსებს განაცხადს, ამობეჭდავს და მოგაწვდით განაცხადის ნომერს;
  • ჩაგწერთ მიღებაზე საკონსულო განყოფილებაში და გადმოგცემთ შემოწმებული დოკუმენტების შეკვრას.

სავიზო ცენტრის მომსახურების მოსაკრებელი შეადგენს 90 GEL.

შენიშვნა:

* ყველა უცხოური დოკუმენტი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით და თარგმნილი რუსულ ენაზე ინტერესთა სექციის მოთხოვნების შესაბამისად.

თუ განმცხადებელს სურს, რომ შემდგომში ბავშვის ყველა რუსულ დოკუმენტში ფიგურირებდეს მამის სახელი, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ მამის სახელი მითითებულია საქართველოს დაბადების მოწმობაში მეორე სახელის სახით.