სიახლეები

28.12.2023

რუსეთის სავიზო ცენტრი განაახლებს სამუშაოს 9 იანვარს 2024 წ

ძვირფასო მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ ვიზაზე საბუთების ჩაბარების ბოლო დღე არის 28 დეკემბერი, ხოლო მზა საბუთების გაცემა განხორციელდება 30 დეკემბრამდე. სამუშაო განახლდება 2023 წლის 9 იანვარს.

რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!


26.10.2023

მინდობილობა და სხვა სანოტარო მომსახურება

Для нотариального удостоверения доверенности заявителю необходимо обратиться в Российский контакт-центр в Тбилиси в рабочее время (предварительная запись обязательна)

Наш специалист:

  • проверит документы и на основании данных, предоставленных заявителем, подготовит текст доверенности;
  • внесет данные заявителя и текст доверенности на консульский информационный портал МИД России;
  • запишет заявителя на прием в консульский отдел Секции интересов России при Посольстве Швейцарии в Грузии;
  • при необходимости изготовит копии документов (дополнительная услуга);
  • передаст заявителю распечатанный проект доверенности и данные о записи.

Сервисный сбор за услуги визового центра составляет 50 GEL


07.08.2023

ოფისის ცვლელება

ძვირფასო განმცხადებლებო, 7 აგვისტოდან რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, გააგძელებს მუშაობას ბიზნეს ბესიკის ქუჩა 4, ბიზნეს ცენტრი, 1 სართული, ოფისი 102


22.06.2023

რუსეთის მოქალაქეობის გაფორმება ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის უკვე შესაძლებელია რუსეთის მოქალაქეობის მიღება სავიზო ცენტრის დახმარებით.

წინასწარი ჩაწერა მიღებაზე შესაძებელია: https://georgia.interlinkservice.world/ka/appointment-consular-services/?/new

ბავშვს, რომლის ერთი ან ორივე მშობელი რუსეთის მოქალაქეა, შეუძლია მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა საქართველოში.

სავიზო ცენტრის სპეციალისტები:

  • ბავშვის მოქალაქეობის მიღების პროცედურისა და დოკუმენტების ნაკრების თაობაზე გაგიწევენ კონსულტაციას;
  • შეგიმოწმებენ ყველა საჭირო დოკუმენტს და მათში მითითებული ინფორმაციის სისწორეს;
  • შეგივსებენ საჭირო განაცხადები;
  • შეადგენენ მშობლის (სხვა სახელმწიფოს მოქალაქის) თანხმობას ბავშვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე;
  • ჩაგწერენ საკონსულოში უახლოეს თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

25.05.2023

ვიზა დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაში დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე, საქართველოს მოქალაქემ უნდა გააფორმოს ვიზა რუსეთში შესვლისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად. დროებით ბინადრობაზე ნებართვის მისაღებად ვიზა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის გაიცემა 4 თვის ვადით და არის მხოლოდ ერთჯერადი.

დამატებითი ინფორმაცია დროებითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ იხილეთ აქ.


11.05.2023

უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის

რუსეთის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის No335 ბრძანებულებით „რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და საქართველოს მოქალაქეთა რუსეთის ფედერაციიდან გასვლის წესის შესახებ“ დადგენილია, რომ 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთში შესვლა გარკვეული ვადით. არაუმეტეს 90 დღისა ვიზის გარეშე.

ამდენად, საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა რუსეთში რაიმე ნებადართული მიზნებისთვის: ტურიზმის, ბიზნესის, კერძო, მოკლევადიანი სწავლისთვის (90 დღემდე).

ვიზა არ სჭირდებათ ქართული კომპანიების საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების მძღოლებსაც.

რუსეთში 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოფნისთვის კვლავ საჭიროა ვიზა, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეების ახლო ნათესავებისთვის, რომლებსაც სურთ რუსეთში 1 წლამდე დარჩენა, რუსეთის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტებს გრძელვადიანი სწავლისთვის. ასევე, ვიზა იქნება საჭირო რუსეთში შრომითი საქმიანობის (დასაქმების) განსახორციელებლად.


03.05.2023

დასვენების დღეები მაისი

ძვირფასო განმცხადებლებო!

თქვენს ყურადღებას ვაქცევთ სავიზო ცენტრის და რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სამუშაო განრიგს:

2023 წლის 8-9 მაისი: სავიზო ცენტრი და რუსეთის ინტერესთა სექცია არ მუშაობს.

2023 წლის 12 და 26 მაისიstrog>: სავიზო ცენტრი დახურულია და რუსეთის ინტერესთა სექცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


13.04.2023

დასვენების დღეები აპრილი

ძვირფასო განმცხადებლებო!

თქვენს ყურადღებას ვაქცევთ სავიზო ცენტრის და რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სამუშაო განრიგს:

2023 წლის 14-17 აპრილი: სავიზო ცენტრი დახურულია და რუსეთის ინტერესთა სექცია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.


29.12.2022

სამუშაო გრაფიკი სამუშაო დღეებში

ძვირფასო მეგობრებო,

გაცნობებთ, რომ ვიზაზე საბუთების ჩაბარების ბოლო დღე არის 29 დეკემბერი, ხოლო მზა საბუთების გაცემა განხორციელდება 30 დეკემბრის ჩათვლით. სამუშაო განახლდება 2023 წლის 9 იანვარს.

რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!


16.11.2022

ვიზის გაფორმება უცხოელებისთვის საქართველოში

შეგახსენებთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოში რუსეთის ვიზაზე განაცხადის მისაღებად, დოკუმენტების ზოგადი პაკეტის გარდა, უნდა წარმოადგინონ საქართველოში ბინადრობის ნებართვა.