კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში რუსეთის სავიზო ცენტრის საიტზე!

საქართველოში რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი ერთადერთი დაწესებულებაა რუსეთის ვიზების გასაფორმებლად დოკუმენტების წარსადგენად, რომელსაც უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ.

გამარტივდა რუსეთის ვიზაზე დოკუმენტების წარდგენა!

დაიწყეთ რუსეთის ვიზების გაფორმება ახლავე!


ძვირფასო აპლიკანტებო! იყავით ყურადღებით!

უცხო პირებმა, Besiki Business Center-ის შენობაში და მიმდებარე ქუჩებში, შეიძლება თავი წარგიდგინონ სავიზო ცენტრის თანამშრომლებად, შემოგთავაზონ დუკუმენტების ჩაბარება ურიგოდ,  ანკეტის შევსება, ვიზის განხილვის ვადების დაჩქარება და სხვა საეჭვო მომსახურებები და შეგიყვანონ შეცდომაში. სავიზო ცენტრის თანამშრომლები არ უწევენ კონსულტაციას აპლიკანტებს ქუჩაში, არ იღებენ თანხას და არ სთავაზობენ მომსახურებას სავიზო ცენტრის ოფისის და შენობის გარე პერიმეტრზე. სავიზო ცენტრის თანამშრომლებს აქვთ კორპორატიული ბეიჯები Travel Assistance Services AS-ის წარწერით.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შეზღუდვის გარეშე, უფასო კონსულტაცია ვიზის მისაღებად ყველა საკითხის გასავლელად და დოკუმენტების მოსამზადებლად პასპორტების გაცემის და კონსულტაციის დარბაზში Besiki Business Center-ის შენობაში, პირველ სართულზე, ოფისი №104, სამუშაო დღეებში 9:30-დან 17:00 საათამდე. ასევე ჩენ თანამშრომლებს შეუძლიათ შეგივსონ პროფესიონალურად ანკეტა, ღირებულება ერთი გვერდი 10 ლარი.